Friday, November 6, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები.გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.მივიღეთ რჩევები.ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალში.მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერ ხათუნა რუსიეშვილს,რომელმაც თავი დაგვამახსოვრა გულისხმიერებითა და კომპეტენტურობით.მადლობთ.

Sunday, November 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დავასრულე ფასილიტაციის მასალებზე მუშაობა.ვიმუშავეთ მოსწავლეთა დაკვირვების ჟურნალზე,ვიცი/რა მინდა ვიცოდე/რა ვისწავლე. ავტვირთე და გამოვაქვეყნე პროექტის პორტფოლიო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დავასრულე მოსწავლის ბროშურა და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს.  

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ ბროშურა

Sunday, October 25, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გამოვაქვეყნე.გავუზიარეთ ერთმანეთს.გავიგეთ,როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა და როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში.

Saturday, October 24, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

ვისაუბრეთ ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ინფორმაციის მოძიების ხერხებზე, მოძიებულ ინფორმაციაზე საავტორო უფლებების დაცვაზე.

დავასრულე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Sunday, October 18, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით შეფასებისა და თვითშეფასების სისტემებს.
დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა

Saturday, October 17, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე

Sunday, October 11, 2015

ტრენინგის მეორე დღე

ვიმუშავეთ პუბლიკაციების შექმნაზე.

მოვამზადეთ გაზეთისა და ბუკლეტის გეგმები.

გავეცანით პროექტებით სწავლების უპირატესობებს.

Saturday, October 10, 2015

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ერთმანეთს.  გავეცანით ტრენინგის მიზნებს და ამოცანებს.
შევთანხმდით საორგანიზაციო საკითხებზე.
ვნახეთ პრეზენტაციების ნიმუშები.
ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე.