Friday, November 6, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები.გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.მივიღეთ რჩევები.ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალში.მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერ ხათუნა რუსიეშვილს,რომელმაც თავი დაგვამახსოვრა გულისხმიერებითა და კომპეტენტურობით.მადლობთ.

Sunday, November 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დავასრულე ფასილიტაციის მასალებზე მუშაობა.ვიმუშავეთ მოსწავლეთა დაკვირვების ჟურნალზე,ვიცი/რა მინდა ვიცოდე/რა ვისწავლე. ავტვირთე და გამოვაქვეყნე პროექტის პორტფოლიო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დავასრულე მოსწავლის ბროშურა და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს.  

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ ბროშურა

Sunday, October 25, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გამოვაქვეყნე.გავუზიარეთ ერთმანეთს.გავიგეთ,როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა და როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში.

Saturday, October 24, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

ვისაუბრეთ ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ინფორმაციის მოძიების ხერხებზე, მოძიებულ ინფორმაციაზე საავტორო უფლებების დაცვაზე.

დავასრულე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე.